თვითშეფასება

თვითშეფასება
            2015 წლის  12  ივნისს  ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა და ქართული  ენა )  თემაზე „რიცხვითი სახელებისა  და რიცხვების კვალდაკვალ’’ მე-6 კლასში. გაკვეთილს ესწრებოდნენ  სკოლის დირექტორი   ხათუნა ნებიერიძე,  დირექტორის მოადგილე ქეთევან კერძევაძე,  მათემატიკის პედაგოგი  მარიამ ტურაშვილი, დამრიგებელი ლია აბაშიძე.
      გაკვეთილის მიზანი იყო მოგვეხდინა ორი საგნის ინტეგრირება. მოსწავლეებს დაენახათ ერთ საგანში მიღებული ცოდნა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მეორეში.  
  მე და ჩემმა პარტნიორმა-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა  მანანა ჭონიაშვილმა ვეცადეთ რაც შეიძლებოდა  გაკვეთილი ყოფილიყო მრავალფეროვანი   და სახალისოც.  შევიმუშავეთ გაკვეთილის  გეგმა,  მოვამზადეთ პრეზენტაცია   PPT-ში.  
       კლასი გავყავით ოთხ ჯგუფად, თითოეული გუნდისათვის მოვამზადეთ ბარათები. (ბარათები დანართის სახით თან ერთვის  გაკვეთილის გეგმას)  მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა .
    გაკვეთილის მსვლელობა: გაკვეთილის დაწყებისთანავე აღვრიცხე მოსწავლეთა დასწრება.  განვიხილეთ რიცხვი,   თუ რამდენგვარია მათემატიკაში . მოსწავლეები ასახელებდნენ    სხვადასხვა რიცხვებს, გამოვყავით მათ შორის წილადი რიცხვები.  შემდეგ გადავედით ქართულ რიცხვით სახელზე,   მეტყველების ნაწილებზე,  რიცხვითი სახელების   სახეებზე. ხალისი შემოიტანა რიცხვითმა სხვადასხვა სახის პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა და   კროსვორდმა.  ჯგუფებმა იმუშავეს გრამატიკულ სავარჯიშოზე.  გაკეთეს ნამუშევრების პრეზენტაცია. შეავსეს კროსვორდი. ჩართულობა მასწავლებლების თანაბარი იყო ერთმანეთს ვენაცვლებოდით. კლასი იყო აქტიური, თუმცა შეიძლებოდა ზოგიერთი დეტალის უკეთ წარმოჩენა, რასაც მომავალში გავითვალისწინებ .  გაკვეთილის გეგმა ფოტო მასალა განვათავსე ბლოგზე  
 http://integrirebulimatematika.blogspot.com/
        ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილი დრო საკმარისი არ აღმოჩნდაშემდეგში დავგეგმავ   ინტეგრირებული გაკვეთილისათვის ორ დაწყვილებულ გაკვეთილს.


              2015 წ   14ივნისი                                                                             ლალი ძამიაშვილი  


No comments:

Post a Comment